loader

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის "ხიბულა" ქართული პრემიერისთვის ემზადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის "ხიბულა" ქართული პრემიერისთვის ემზადება

"ხიბულას" სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია, რომელიც მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია, მალევე, სამხედრო გადატრიალების შედეგად, დევნილობაში აღმოჩნდა. პრეზიდენტი ძალაუფლების აღსადგენად დაბრუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად მთებს შეაფარა თავი. ფილმი სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება. სიუჟეტი გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება და პრეზიდენტს, მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად, დასასრულისკენ მიაცილებს.

გადაღებები მიმდინარეობდა 2016 წლის მარტ-აპრილში საქართველოს სამ რეგიონში: რაჭაში (ამბროლაურის რაიონის სოფლები) იმერეთსა (საირმე) და სამცხე-ჯავახეთში (ცემი).

ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის ივლისში, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე შედგა. "ხიბულა" კოპროდუქციაა, პროექტში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა.

ფილმი ქართული პრემიერისთვისაც ემზადება, 21 ნოემბერს "ამირანში" დახურული საპრემიერო ჩვენება გაიმართება. 23 ნოემბრიდან კი კინოეკრანებზე გამოვა. ფილმი იმდენ ხანს დარჩება კინოთეატრებში, რამდენ ხანსაც მაყურებელი გადაწყვეტს.