loader

ტურისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს 50-მდე ტურისტულ ობიექტში გაეცნობიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტურისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს 50-მდე ტურისტულ ობიექტში გაეცნობიან

ტურისტებს აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება უკვე ტურისტულ ობიექტებშიც შეუძლიათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბათუმში 50-მდე სასტუმროში, კვების ობიექტსა და მუზეუმში სპეციალური სტენდები განათავსა. საინფორმაციო დაფებზე აჭარის რუკები, გზამკვლევები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების რუკებია მოთავსებული, რაც ტურისტებს დაეხმარება, ობიექტშივე მიიღონ ინფორმაცია რეგიონის ტურისტული ადგილების შესახებ.