loader

რა არის Dolby Atmos კინოთეატრი, რომელიც “გალერია თბილისში” გაიხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის Dolby Atmos კინოთეატრი, რომელიც “გალერია თბილისში” გაიხსნება

30 ნოემბრიდან “გალერია თბილისში” პირველი Dolby Atmos კინოთეატრი “კავეაგალერიათბილისი” გაიხსნება. “კავეაგალერიათბილისის” 6 დარბაზი, Dolby Atmos აუდიოსისტემის გარდა, ახალი თაობის, სუპერკომფორტული სავარძლებითა და 4K-უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით 700-მდე სტუმრის ერთდროულად მიღებას შეძლებს.

რა არის Dolby Atmos კინოთეატრი?

Dolby Atmos აუდიოსისტემა მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიაა, რომლის საშუალებითაც, კინოდარბაზში ხმის 360 გრადუსით გადაადგილება არის შესაძლებელი და თითოეული ბგერა მაქსიმალურად რეალურია. Dolby Atmos აუდიოსისტემა Surround Sound–ის შემდგომი თაობის ტექნოლოგიაა, რომელმაც კინოს შემქმნელებისთვისაც ახალი შესაძლებლობები განავითარა. ეს არის განცდა, რომ ნებისმიერი მოქმედება ფილმში შენ გარშემო ხდება, რადგან Dolby Atmos აცოცხლებს თითოეულ კადრს, სცენას და ფილმის ისტორიას შენ გარშემო. მას ფიზიკური წვდომა აქვს 64 დინამიკთან და შეუძლია თითოეული ბგერა ინდივიდუალური ჟღერადობით მიიტანოს მაყურებლამდე. სწორედ ამიტომ “კავეაგალერიათბილისში” ფილმის ყურების პროცესი მაქსიმალურად კომფორტული იქნება.
პირველი Dolby Atmos კინოთეატრი მაყურებლებს 30 ნოემბრიდან ელის.