loader

ბრიტანელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ საინტერესო ბლოგებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ საინტერესო ბლოგებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარას ბრიტანული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. რეიტინგული გამომცემლობა ,,The Epoch Times’’-ის ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა აჭარაში იმოგზაურეს, მოინახულეს კურორტი გოდერძი, გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და სამზარეულოს, დაათვალიერეს ქალაქის ღირშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი. ბლოგერები თავიანთ შთაბეჭდილებებს მკითხველებს 2018 წლის დასაწყისში გაუზიარებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბრიტანელ ჟურნალისტებს წელს მეორედ უმასპინძლა. რეგიონს ივლისში ტელეკომპანია BBC-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 2018 წლიდან, დეპარტამენტი დიდი ბრიტანეთში სარეკლამო კამპანიებს ოფიციალურად დაიწყებს.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ჯამში, 42 მედია და ინფოტურს უნასპინძლა, რომლის ფარგლებშიც აჭარას 500-მდე ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი და ჟურნალისტი გაეცნო.