loader

მოცეკვავე ბალერინები, მუსიკოსები და ბევრი საჩუქარი - წინასაახალწლო ზღაპარი „პანდორასგან“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოცეკვავე ბალერინები, მუსიკოსები და ბევრი საჩუქარი - წინასაახალწლო ზღაპარი „პანდორასგან“

„ყველა ქალბატონი უნიკალურია“ - „პანდორას“ ეს კონცეფცია ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით ექვს კონტინენტზე, რადგანაც „პანდორა“ თავისი თანამედროვე, ქალური და მუდამ აქტუალური სამკაულებით, საუკეთესო გზაა უნიკალურობის გამოსახატავად.
ოსტატობის გასაოცარი ტექნიკა, უმაღლესი სინჯის ვერცხლი, 14-კარატიანი ოქრო და ნატიფი ქვები ქმნიან დახვეწილ, დეკორატიულ დეტალებში გამოვლენილ, მუდმივად ინოვაციურ სამკაულებს.
„პანდორა“ საქართველოში უკვე მეოთხე წელია წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელ TIME-ის სივრცეში. ხოლო უშუალოდ ბრენდის მეორე კონცეპტუალური მაღაზია „გალერია თბილისში“ 21 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიაზე მოწვეული სტუმრებისთვის, ერთგული მომხმარებლებისთვის, პრესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, მოცეკვავე ბალერინებმა და მუსიკოსებმა ულამაზესი საახალწლო ზღაპარი შექმნეს. გარდა იმისა, რომ სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს გათამაშებაში, ამასთან, თითოეულ მათგანს "პანდორასგან" ექსკლუზიური საჩუქარი გადაეცა.
"პანდორამ" კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს არის ბრენდი, რომელზეც ყველგან საუბრობენ.