X
“ნამდვილმა დიასახლისმა ხელი უნდა დაიწვას”- რისთვის ამზადებდა ხატია შამუგია მონდომებით მიდიებს
12:06 / 05-01-2018
ჟურნალ ”გემრიელიას” მიერ ორგანიზებული #CHEFმარკეტერის ტრადიციად ქცეული მორიგ კულინარიული შეჯიბრება რესტორან „ბელვედერში“ გაიმართა.
ზღვის პროდუქტების მომზადებაში ერთმანეთს "მაროსეს", "ისი პარის", "ფრეგოს", "მეგა ტექნიკის", "ხალიკ ბანკის", "ვორდ კლასის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
მონაწილეები იმდენად იყვნენ მონდომებულები გამარჯვებისთვის, რომ "ისი პარის" წარმომადგენელმა კერძის მომზადების დროს ხელიც კი დაიწვა. დაძაბული და სახალისო კონკურსის გამარჯვებული საბოლოოდ "ხალიკ ბანკის" წარმომადგენელი გახდა. 6 მონაწილეს შორის, სადაც 5 ქალბატონი მონაწილეობდა, გამარჯვება სწორედ თემო ბაბუნაშვილმა მოიპოვა.
#CHEFმარკეტერის ფარგლებში, მსგავსი საღამოები ჟურნალ „გემრიელიას“ პარტნიორებისთვის ყოველთვიურად გაიმართება და პროექტის დასასრულ, დასკვნით ღონისძიებაზე, გამარჯვებულთა შორის გამარჯვებული გამოვლინდება.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ერთი რამეა, რომელიც არ იცის ხალხმა დედაჩემის  შესახებ" - რას საქმიანობენ და ვინ არიან სალომე ზურაბიშვილის შვილები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - ევროპის ქუჩის დასასრულამდე