loader

126-წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ვაკეში ახალი ფილიალი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

126-წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ვაკეში ახალი ფილიალი გახსნა

მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ახალი ფილიალი გახსნა. ვაკეში მდებარე კლინიკა ზრდასრულ და პატარა პაციენტებს კვალიფიციურ კადრებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას შესთავაზებს. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 126 წლიანი ტრადიცია გააჩნია და ის 2011 წლიდან "ნიუ ჰოსპიტალსში" ფუნქციონირებს. მომსახურების ფართო სპექტრი მოიცავს გადაუდებელ ოფთალმოლოგიურ დახმარებასაც, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.