loader

"ბიბლუსი გალერეაში" პროექტ "ქართველი მეფეების" მეოთხე ტომის, "გიორგი III"-ის პრეზენტაცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიბლუსი გალერეაში" პროექტ "ქართველი მეფეების" მეოთხე ტომის, "გიორგი III"-ის პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" პროექტ "ქართველი მეფეების" მეოთხე ტომის, "გიორგი III"-ის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე შეკრებილ აუდიტორიას წიგნისა და გიორგი III-ის მეფობის პერიოდის შესახებ საჯარო ლექცია პროექტ "ქართველი მეფეების" ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ წაუკითხა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამუშიამ განუცხადა, "ქართველი მეფეები" საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და ნდობით სარგებლობს, რაც ერთი მხრივ, წიგნის მარტივი ენით შედგენამ, ხოლო მეორე მხრივ, იმ ცნობილი ავტორების მუშაობამ განაპირობა, რომელთაც მკითხველის ნდობა საკითხისადმი ცოდნის გამო მოიპოვეს.

"ქართველი მეფეების" მეოთხე ტომი "გიორგი III" 23 აპრილიდან უკვე გაყიდვაშია. მომხმარებელს მისი შეძენა შეუძლია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში. მიმდინარე კვირის ბოლომდე "გიორგი III"-ის წიგნი გაიყიდება გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად - 5,50 ლარად, გაზეთთან ერთად 7,00 ლარად, ხოლო შემდეგ კი წიგნის შეძენა 10 ლარად იქნება შესაძლებელი", - განაცხადა თაკო ახვლედიანმა.