loader

იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული" და ნიკოლოზ რაჭველის "ვერცხლისფერი მზის" პრემიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული" და ნიკოლოზ რაჭველის "ვერცხლისფერი მზის" პრემიერა


ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი 15 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოგიდგენთ იგორ სტრავინსკის „კურთხეულ გაზაფხულს“, ნაწარმოებს, რომელიც მე-20 საუკუნის მუსიკის გზამკვლევი გახდა. აგრეთვე, საქართველოში პირველად შესრულდება ნიკოლოზ რაჭველის "The Silver Sun" - ვერცხლისფერი მზე, რომლის პრემიერა ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში Elbphilharmonie 2018 წლის 2 აპრილს გაიმართა და მსმენელისა და პროფესიონალების დიდი მოწონება დაიმსახურა. ნიკოლოზ რაჭველი: "15 მაისი ჩემთვის ნატვრის ახდენის დღეა. ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის იგორ სტრავინსკის რევოლუციურ და გენიალურ „კურთხეულ გაზაფხულს." გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო დღეა ჩემთვის, რადგან საქართველოში პირველად შესრულდება ჩემი ახალი ნაწარმოები „ვერცხლისფერი მზე" და ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მას შეასრულებს შესანიშნავი ახალგაზრდა დირიჟორი კახი სოლომნიშვილი".
პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო; გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი "კონცეპტ არტი";
ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია "ბადაგონი"; საინფორმაციო მხარდამჭერები: "რუსთავი 2", რადიო "ჰოლდინგი ფორტუნა", EVENTS, "ამბები.ge".
საინფორმაციო პორტალი 118 08

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს www.biletebi.ge