loader

Check in Georgia-ს ფარგლებში „ბლექ სი არენის“ 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Check in Georgia-ს ფარგლებში „ბლექ სი არენის“ 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება

19 მაისს „ბლექ სი არენის“ 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. წელს Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
2018 წლის სეზონის გახსნაზე ლეგენდარული კომპოზიტორი ენიო მორიკონე, რომელსაც 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, „ბლექ სი არენაზე“ რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგება. ცნობილი კომპოზიტორი შეკვეთილში კონცერტს მისი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართავს. ლეგენდარულმა კომპოზიტორმა 500 სხვადასხვა ფილმისთვის დაწერა მუსიკა. ის თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. ყველაზე ბოლო, ფილმ „საძულველი რვიანისთვის"  შექმნილი მუსიკისთვის კომპოზიტორმა პირველი "ოსკარიც" დაიმსახურა.