loader

ინსულტის სამი ნიშანი, რომლის შემთხვევაშიც დაყოვნება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს - "ნიუ ჰოსპიტალსი" ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინსულტის სამი ნიშანი, რომლის შემთხვევაშიც დაყოვნება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს - "ნიუ ჰოსპიტალსი" ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს

"ნიუ ჰოსპიტალსის" ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ინსულტის „სამი“ ნიშნის შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარეობს.
ინსულტი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მესამე ადგილზეა სიკვდილის გამომწვევი სისხლძარღვოვანი დაავადებების სიაში. არსებობს ინსულტის „სამი“ ნიშანი, რომლის დამახსოვრებაც ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოცემული ნიშნების აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება: ს - სისუსტე კიდურებში, ა - ასიმეტრიული სახე, მ - მეტყველების დარღვევა, ი - იჩქარე! ინსულტის ადრეული ამოცნობის შემთხვევაში სასურველია სწრაფი რეაგირება - 112-თან დაკავშირება და პაციენტის ინსულტის ცენტრში გადაყვანა. ეს ძალიან ამცირებს დაავადების შედეგად მიყენებულ ზიანს.