loader

პროექტში "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ", საფერავში გამარჯვებულია "ახალშენი -2005" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროექტში "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ", საფერავში გამარჯვებულია "ახალშენი -2005"

პროექტს "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ", "პალიტრა მედია ჰოლდინგი" და allwine.ge ახორციელებს. მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. შესაბამისად, ის რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის, უცხოელებს კი შესაძლებლობას მისცემს, საუკეთესო ქართული ღვინოები აღმოაჩინონ და დარწმუნდნენ, რომ საქართველო ნამდვილად ღვინის სამშობლოა.
"თავიდანვე აქტიურად ჩავერთეთ პროექტში "10 ქართული ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ". ჩვენი კომპანიის საფერავმა თავის ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვებულის ტიტული, რაც შესაძლებლობას მოგვცემს,  სხვა საუკეთესო 9 ქართულ ღვინოსთან ერთად, ჩვენი საფერავი გახდეს ერთგვარი მეგზური, გიდი, როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ბოთლის ღვინის ქართველი მომხმარებლისთვის, ღვინის, როგორც ეროვნული კულტურული ნაწილის უკეთ შეცნობის გზაზე.
ყურძენი, რომლისგანაც დავამზადეთ ეს ღვინო, კულტივირებულ იქნა კახეთში, გურჯაანში, ახაშენის მიკროზონაში, ჩვენი კომპანიის კუთვნილ ვენახებში არსებული ვაზისგან. განსაკუთრებით საამაყოა ჩვენთვის, რომ ჩვენმა პროდუქტმა ღვინის იმ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება, რომელიც ტრადიციულად და, განსაკუთრებით, ბოლო წლებში ქართული მეღვინეობის სახეს წარმოადგენს.
ქართველი ისტორიკოსი მეცნიერები, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილი და სხვები წერენ, რომ ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში, საფერავის ვაზი ქართლის გავლით შეიჭრა კახეთში. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, 21-ე საუკუნეში საუკეთესო ქართული ღვინო საფერავი კახეთის გავლით შემოიჭრა ქართლში", - ვაჟა ოზაშვილი, "ახალშენი-2005"-ის დირექტორი.