loader

2018 წლის 20 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2018 წლის 20 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა

2018 წლის 20 სექტემბერს, Check In Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები მოიყრიან თავს. უკვე მეოთხე წელია საქართველო საერთაშორისო დონის რეკლამის ფესტივალს მასპინძლობს. პირველად AD Black sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო. Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტრენდების და ტენდენციების შესახებ. წელსაც დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოში წამყვანი სპიკერები გაუზიარებენ. 3-დღიანი სარეკლამო ფესტივალი AD Black Sea 2018 გალა დაჯილდოებით 22 სექტემბერს დაიხურება.
ვატო ქავთარაძე - Ad black sea რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი
ბიბი ასათიანი - WINDFOR’S-ის კრეატიული დირექტორი.