X
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა „Союз“-ის გაშვების დროს ავარია მოხდა
14:57 / 11-10-2018
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა „Союз“-ის გაშვების დროს ავარია მოხდა. როგორც ბაიკონურში წყარომ განაცხადა, მეორე საფეხურის ძრავების ავარიული გათიშვა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები ცოცხლები არიან და მათ ავარიული დაშვება განახორციელეს.

„Союз МС-10“-ის ბორტზე რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეიგი იმყოფებოდნენ.

ამ მომენტისთვის ინციდენტის დამატებითი დეტალების გარკვევა მიმდინარეობს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
პარკირების საათობრივი გადასახადი პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში დაწესდება
"ისიც კადრს მიღმა დგას და იცინის, არ ვაპატიებ არასდროს" - მოულოდნელი სიურპრიზი "პალიტრანიუსის" ეთერში და დაბნეული იუბილარი
როდესაც პრობლემას ვერ ვამჩნევთ, მისი არსებობის შესახებ არც ვფიქრობთ