loader

კანადამ მარიხუანის სრული ლეგალიზაცია მოახდინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანადამ მარიხუანის სრული ლეგალიზაცია მოახდინა

კანადაში დღეიდან მარიხუანის შენახვისა და გამოყენების ლეგალიზების შესახებ კანონი ძალაში შევიდა.

კანონის ძალაში შესვლისთანავე, ქვეყნის მასშტაბით მარიხუანის გაყიდვის პირველი მაღაზიები გაიხსნა.

კანადის სრულწლოვან მოქალაქეებს ლიცენზირებულ მაღაზიებში შეეძლებათ 30 გრამამდე მარიხუანის გამომშრალი ფოთლების შეძენა.

კანონის თანახმად, არაკანონიერად ჩაითვლება 30 გრამზე მეტი მარიხუანის შენახვა, ლიცენზიის არმქონე გამყიდველებისგან მისი შეძენა და მარიხუანის ოთხ ბუჩქზე მეტი მოყვანა. ასევე, მარიხუანის არასრულწლოვნისთვის მიყიდვისთვის კანონით 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.