loader

სათვალთვალო კამერამ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სათვალთვალო კამერამ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირა

წარმოშობით საუდელი The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.

19 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა საუდ ალ-მუაჯიბმა განაცხადა, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია საუდის არაბეთის 18 მოქალაქე.