loader

ისტერიკა და სასოწარკვეთილი შეძახილები - რა ხდებოდა თვითმფრინავში ავიაკასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისტერიკა და სასოწარკვეთილი შეძახილები - რა ხდებოდა თვითმფრინავში ავიაკასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე

ინდონეზიაში Boeing 737-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკომპანია Lion Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჯაკარტადან ქალაქ პანკალპინანგში მიფრინავდა, 188 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაიღუპა.

„თვითმფრინავი ჩამოვარდა, ის რადარებიდან აფრენიდან 13 წუთის შემდეგ გაქრა. ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ვცდილობთ“, - განაცხადა Lion Air-ის ხელმძღვანელმა ედვარდ სირაითმა.

აღსანიშნავია, რომ სამაშველო სააგენტომ თვითმფრინავის ადგილმდებარეობა უკვე დაადგინა, სამაშველო ოპერაციაში 3 გემი და ერთი ვერტმფრენია ჩართული.