loader

ვენეცია წყალმა დაფარა - იტალიაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს მიაღწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვენეცია წყალმა დაფარა - იტალიაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს მიაღწია

იტალიის სამოქალაქო დაცვის საააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 20-ს მიაღწია. ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება.

მისი ინფორმაციით, გუშინ კუნძულ სარდინიაზე 87 წლის ქალი და 62 წლის გერმანელი ტურისტი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპნენ.

"ასეთი რამ არასდროს მინახავს. ათასობით ჰექტარი ტყე ისე განადგურდა, თითქოს ვიღაცამ ისინი გიგანტური ელექტროხერხით მოჭრა. ვენეტოს პროვინციაში ელექტროენერგიის გარეშე 160 000 ადამიანი დარჩა", - განაცხადა პროვინცია ვენეტოს გუბერნატორმა ლუკა ზაიამ.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის გამო იტალიაში ხელისუფლებამ განგაშის ყველაზე მაღალი, "წითელი" დონე გამოაცხადა.