loader

კალიფორნიაში, ერთ-ერთ ბარში სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალიფორნიაში, ერთ-ერთ ბარში სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

კალიფორნიის შტატში, ქალაქ თაუზანდ-ოქსში ბარში სროლის შედეგად სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ვენტურას ოლქის შერიფზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის თავად თავდამსხმელიც.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, მამაკაცმა ბარის შესასვლელთან ჯერ დაცვის წევრს ესროლა, ხოლო შემდეგ ბარში შევიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.

აღსანიშნავია, რომ დაშავებულებს შორის შერიფის მოადგილეა.