loader

უნიკალური კადრები: როგორ ცდილობს ოჯახი ცეცხლმოკიდებული ქალაქიდან თავის დაღწევას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური კადრები: როგორ ცდილობს ოჯახი ცეცხლმოკიდებული ქალაქიდან თავის დაღწევას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იუწყება.

ტრამპმა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფედერალური დახმარების გამოყოფის ბრძანება გასცა.

ბოლო ინფორმაციით, ტყის ხანძრების გამო, სულ მცირე 9 ადამიანია დაღუპული.

ტყეები კალიფორნიაში ხუთშაბათიდან იწვის, დამწვარმა ფართობმა უკვე 36 ათას ჰექტარს მიაღწია, საკუთარი სახლების დატოვება 250 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია.



ასევე დაგაინტერესებთ: "მთელი ქალაქი ცეცხლშია. საზარელი სანახაობაა" - კადრები კალიფორნიიდან, სადაც მასშტაბური ხანძრის შედეგად 3 ათასამდე სახლი დაიწვა