loader

ფერფლად ქცეული ქალაქი: ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფერფლად ქცეული ქალაქი: ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. აქამდე საუბარი იყო 23 დაღუპულზე.

ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 45 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

საერთო ჯამში, კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.

ასევე იხილეთ: "იესო, მიყვარხარ, გთხოვ, გვიშველე!.." - ხანძარს გადარჩენილი დედა-შვილის სასოწარკვეთილი რეაქცია

ვილ სმიტი და ჯერარდ ბატლერი საკუთარი გადამწვარი სახლებიდან ვიდეოებს ავრცელებენ - რა დარჩა ჰოლივუდის განადგურებული ვილებიდან