loader

დაბომბვის მძიმე კადრები ისრაელიდან - "ჰამასმა" იერიშები განაახლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაბომბვის მძიმე კადრები ისრაელიდან - "ჰამასმა" იერიშები განაახლა

ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელზე იერიშები განაახლა. ისრაელის ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, ბოლო ერთ საათში ისრაელმა 90 ბომბი გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე მათგანი ქვეყნის ტერიტორიაზე, სამ ქალაქში სდეროტში, ნევიროტში და ოფაკიმიში ჩამოვარდა.

აღნიშნულ ქალაქებში რამდენიმე ადგილას ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაციები დაშავეულთა და სავარაუდოდ, გარდაცვლილთა შესახებ.

ასევე ერთ-ერთი რაკეტა დაეცა სამგზავრო ავტობუსს, რომელშიც 4 მგზავრი დაიღუპა. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩართულია ხმოვანი სიგნალები. ისრაელის არმია საპასუხო იერიშისთვის ემზადება.