loader

კალიფორნიაში ხანძარმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია - ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალიფორნიაში ხანძარმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია - ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში გასულ ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 52 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 8 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

საერთო ჯამში, კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 5 ათასამდე ადამიანია ჩართული.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.