loader

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის პრინცმა გასცა - ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სკანდალური დასკვნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის პრინცმა გასცა - ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სკანდალური დასკვნა

ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დაასკვნა, რომ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის პრინცმა გასცა. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით ამერიკულ მედიაში წერენ. გავრცენებული ინფორმაციით, სადაზვერვო სააგენტომ საკუთარი დასკვნის შესახებ უკვე აცნობა აშშ-ს მთავრობას.

როგორც "ვაშინგტონ პოსტში" წყაროზე დაყრდნობით წერენ, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ აშში საუდის არაბეთის ელჩს და მოჰამედ ბინ სალმანის ძმის, ხალიდ ბინ სალმანის სატელეფონო ზარები შეისწავლა. სააგენტოს ინფორმაციით, ხალედ ბინ სალმანმა, ძმის დავალებით, ჯამალ ხაშოგის საკონსულოში მისვლა მოსთხოვა. იცოდა თუ არა დაგეგმილი მკვლელობის შესახებ თავად ხალიდმა, არ კონკრეტდება. ბრალდებას გამოეხმაურა თავად პრინცის ძმაც და ხაშოგისთან სატელეფონო საუბრის ფაქტი უარყო.

შეგახსენებთ, მთავრრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი საუდელი ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საკონსულოში მოკლეს, მისი სხეული კი დაანაწევრეს. ხაშოგი მკვლელობა საუდის არაბეთს მთავრობამ აღიარა, საქმესთანდ აკავშირებით 21 პირია დაკავებული.


ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იყო ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს და რას საქმიანობდა ის გარდაცვალებამდე

სათვალთვალო კამერამ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირა