loader

კამერუნის ერთ-ერთი სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა 20 მოსწავლე გაიტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კამერუნის ერთ-ერთი სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა 20 მოსწავლე გაიტაცეს

კამერუნის ერთ-ერთი სკოლიდან 20 მოსწავლე გაიტაცეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება. ინციდენტი ქალაქ კუმბაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები სკოლის შენობაში დილის 9 საათზე შეიჭრნენ.

ბავშვებთან ერთად მათ დირექტორიც წაიყვანეს. კამერუნის დასავლეთში სეპარატისტული მოძრაობა გასული წლიდან მოქმედებს. ისინი მოსახლეობას სკოლების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ, სანამ ხელისუფლება დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას არ დათანხმდება.

შეგახსენებთ, 2 კვირის წინ ქალაქ ბამენდას სკოლიდან 80 ბავშვი იქნა გატაცებული, თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს. ხელისუფლება მომხდარში სეპარატისტებს ადანაშაულებს, მაგრამ ისინი ფაქტთან რაიმე კავშირს უარყოფენ.