loader

თვითმფრინავი, რომლითაც ანგელა მერკელი არგენტინაში მიფრინავდა, კიოლნში ავარიულად დაეშვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავი, რომლითაც ანგელა მერკელი არგენტინაში მიფრინავდა, კიოლნში ავარიულად დაეშვა

გერმანული სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც ანგელა მერკელი არგენტინაში მიფრინავდა, კიოლნში ავარიულად დაეშვა. Airbus A430-მა ბერლინის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ერთ საათში იძულებითი ავარიული დაშვება ტექნიკური პრობლემების გამო განახორციელა. გერმანიის კანცლერი და სამთავრობო დელეგაცია დროებით სასტუმროში განათავსეს.

დანიშნულების ადგილისკენ კი სხვა თვითმფრინავით მოგვიანებით გაფრინდებიან. ინციდენტის გამო მოსალოდნელია, რომ მერკელი დიდი ოცეულის სამიტის გახსნას ვერ დაესწრება. შეგახსენებთ, არგენტინის დედაქალაქში G20-ის ორდღიანი სამიტი დღეს იხსნება. სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერების უმრავლესობა უკვე ბუენოს-აირესში იმყოფება.