უკრაინა რუსეთის 16-დან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
13:21 / 30-11-2018
"ჩვენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლის ზომები გავაძლიერეთ. ქვეყანაში შესვლა შეიზღუდა უცხოელებისთვის, პირველ რიგში კი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის. საზღვრის გადაკვეთა ეკრძალებათ მამრობითი სქესის 16-დან 60 წლამდე ასაკის პირებს" - განაცხადა ციგიკალმა.
შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ურთერთობები 2014 წელს, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ანექსირების შემდეგ დაიძაბა. რამდენიმე დღის წინ აზოვის ზღვაში რუსეთის მიერ უკრაინული გემების დაკავებამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. ინციდენტთან დაკავშირებით, პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით, უკრაინის ზოგიერთ ნაწილში 30-დღიანი საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.