loader

94 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

94 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა

ჯორჯ ბუში საუკეთესო მამა იყო, რომელიც შეიძლება შვილებმა ისურვონ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი მამამისის გარდაცვალებას.

"ჯებ, ნეილ, მარვინ, დორო და მე დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ შესანიშნავი 94 წლის შემდეგ ჩვენი ძვირფასი მამა გარდაიცვალა. ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ის საუკეთესო მამა იყო, რომელიც შვილებმა შეიძლება ისურვონ. ბუშების ოჯახი მისი მადლობელია მისი ცხოვრებისა და სიყვარულისთვის", - განაცხადა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.