loader

მსოფლიო ლიდერებმა საერთო ფოტოს გადაღების დროს, საუდის არაბეთის პრინცი არ შეიმჩნიეს - მარტო დარჩენილი მოჰამედ ბინ სალმანის სახე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიო ლიდერებმა საერთო ფოტოს გადაღების დროს, საუდის არაბეთის პრინცი არ შეიმჩნიეს - მარტო დარჩენილი მოჰამედ ბინ სალმანის სახე

არგენტინის დედაქალაქში მიმდინარე "დიდი ოცეულის" სამიტზე შეკრებილ ლიდერებს შორის, საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანიც იყო. თუმცა, საერთო, სამახსოვრო ფოტოს გადაღების დროს, ის არცერთმა ლიდერმა არ შეიმჩია, რის გამოც, მას განცალკევებით, მარტოს მოუწია დგომა.

ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში ტახტის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის დაკვეთით მოკლეს. ამერიკული მედიის ცნობით, ასეთ დასკვნამდე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) მივიდა.

როგორც Wall Street Journal-ს უთხრა ინკოგნიტო ოფიციალურმა წყარომ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო არ ფლობს აშკარა მტკიცებულებას ამის შესახებ, მაგრამ დასკვნა საუდის არაბეთში სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკას ეყრდნობა. წყაროს ცნობით, "ეს არ მოხდებოდა და არც შეიძლება მომხდარიყო" პრინც მოჰამედის მონაწილეობის გარეშე.

შეგახსენებთ, წარმოშობით საუდელი არაბი ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, რომელიც 2017 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა, 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს. ხაშოგი ოფიციალურ ერ-რიადს და საუდის პრინცს ხშირად აკრიტიკებდა.


ასევე დაგაინტერესებთ: ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის პრინცმა გასცა - ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სკანდალური დასკვნა

ვინ იყო ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს და რას საქმიანობდა ის გარდაცვალებამდე