loader

ბრიტანეთს "ბრექსითის" პროცესის შეჩერება ცალმხრივად შეუძლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანეთს "ბრექსითის" პროცესის შეჩერება ცალმხრივად შეუძლია

ბრიტანეთის მთავრობას აქვს უფლება, ბრექსითის პროცესი ცალმხრივად, ევროკავშირის თანხმობის გარეშე შეაჩეროს. ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში იურიდიულმა მრჩეველმა განაცხადა.

როგორც ევროპის სასამართლოსთვის მომზადებულ სპეციალურ დოკუმენტში წერია, ამის უფლება ბრიტანეთს 50-ე მუხლის საფუძველზე აქვს. შეგახსენებთ, შოტლანდიელმა პოლიტიკოსებმა სასამარათლოს მიმართეს კითხვით, აქვს თუ არა დიდ ბრიტანეთს უფლება, ბრექსითი შეაჩეროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე. ამ საკითხზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირთან ბრექსითის პროცესის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე ხუთდღიანი დებატები დაიწყო.