loader

ჩრდილოკორეელი ტელეწამყვანი, რომელმაც დატირებით დაგვამახსოვრა თავი, გაუჩინარდა - ნახეთ, ვინ დაიკავა მისი ადგილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩრდილოკორეელი ტელეწამყვანი, რომელმაც დატირებით დაგვამახსოვრა თავი, გაუჩინარდა - ნახეთ, ვინ დაიკავა მისი ადგილი

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ტე­ლე­ვი­ზი­ის ახა­ლი ამ­ბე­ბის ცნო­ბი­ლი წამ­ყვა­ნი ეკ­რა­ნი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და, მისი ად­გი­ლი კი ახალ­გაზ­რდებ­მა და­ი­კა­ვეს. 75 წლის რი ჩუნ-ჰი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის, კიმ ჩენ ინის ფა­ვო­რი­ტი იყო, ტე­ლე­ე­თერ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩან­და.

სამ­ხრეთკო­რე­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კიმ ჩენ ინს სურს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტრენ­დებს აჰ­ყვეს და ახალ­გაზ­რდე­ბის მო­ხიბ­ვლას ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბი­თა და წამ­ყვა­ნე­ბით შე­ეც­დე­ბა.

ყვე­ლას ახ­სოვს ეთერ­ში ატი­რე­ბუ­ლი რი ჩუნ-ჰი, პირ­ვე­ლად 1994 წელს, რო­დე­საც კიმ ირ-სე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის, მე­ო­რედ კი - 2011 წელს, კიმ ჩენ ირის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და. წამ­ყვა­ნის ვარ­დის­ფერ კა­ბას ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ და­სავ­ლეთ­ში.

სექ­ტემ­ბერ­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე, უახ­ლე­სი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დია აჩ­ვე­ნა. გა­და­ცე­მებ­ში უკვე იყე­ნე­ბენ კომ­პი­უ­ტე­რულ გრა­ფი­კას.