loader

კანადაში "ჰუავეის" ფინანსური დირექტორი მენ ვანჩჟოუ დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანადაში "ჰუავეის" ფინანსური დირექტორი მენ ვანჩჟოუ დააკავეს

კანადაში ჩინური მობილური ტექნიკის მწარმოებელი გიგანტის, "ჰუავეის" ფინანსური დირექტორი მენ ვანჩჟოუ დააკავეს. მას აშშ-ში ექსტრადირება ემუქრება. მენ ვანჩჟოუ ჰუავეის დამფუძნებლის შვილია. იგი კომპანიის ფინანსებს განაგებდა. როგორც "როიტერსი" წერს, იგი ჯერ კიდევ 1-ელ დეკემბერს ვანკუვერში აიყვანა პოლიციამ.

დეტალები მის დაკავებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება, თუმცა, როგორც ცნობილია, აშშ-ს ეჭვი აქვს, რომ "ჰუავეიმ" ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაარღვია. კანადაში ჩინეთის საელჩო მენ ვანჩჟოუს დაკავებას აპროტესტებს და მის გათავისუფლებას ითხოვს. როგორც თავად კომპანია "ჰუავეიში" აცხადებენ, ბრალდებებთან დაკავშირებით მათ მცირე ინფორმაცია აქვთ და არ სმენიათ ფინანსური დირექტორის მიერ რაიმე კანონდარღვევის შესახებ.