loader

"ვერ ვსუნთქავ, ვიხუთები" - ბოლო სიტყვები, რომლებიც ჟურნალისტმა ჯამალ ხაშოგიმ სიკვდილის წინ წარმოთქვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ ვსუნთქავ, ვიხუთები" - ბოლო სიტყვები, რომლებიც ჟურნალისტმა ჯამალ ხაშოგიმ სიკვდილის წინ წარმოთქვა

"ვერ ვსუნთქავ, ვიხუთები" - ეს არის ბოლო სიტყვები, რაც "ვოშინგტონ პოსტის" ჟურნალისტმა ჯამალ ხაშოგიმ სიკვდილამდე წარმოთქვა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იმ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელმაც მკვლელობის ამსახველი აუდიოჩანაწერი მოისმინა.

შეგახსენებთ, საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. სწორედ საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს იგი. მომხდართან დაკავშირებით საუდის არაბეთში 11 პირს ბრალი წაუყენეს. დასავლელი ლიდერების ნაწილი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობაში საუდის არაბეთის პრინცსაც სდებს ბრალს.