loader

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში წელს იეზიდმა აქტივისტმა ნადია მურადმა და კონგოელმა გინეკოლოგმა დენი მუკვეგემ მიიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში წელს იეზიდმა აქტივისტმა ნადია მურადმა და კონგოელმა გინეკოლოგმა დენი მუკვეგემ მიიღეს

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ნობელის მშვიდობის პრემიის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ნობელის პრემია მშვიდობის დარგში წელს იეზიდმა აქტივისტმა ნადია მურადმა და კონგოელმა გინეკოლოგმა დენი მუკვეგემ მიიღეს. პრემიის ლაურეატებმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს მოუწოდეს, უფრო მეტი გააკეთონ ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად. იეზიდმა აქტივისტმა განაცხადა, რომ უნდა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები ასობით ქალის გასათავისუფლებლად, რომლებიც ჯერ კიდევ ჯიჰადისტებს ჰყავთ დატყვევებული.

აღსანიშნავია, რომ ნადია მურადი თავად იყო ისლამური სახელმწიფოს ტყვეობაში. რაც შეეხება კონგოელ გინეკოლოგს, მან ნობელის პრემია მშვიდობის დარგში შეიარაღებული დაჯგუფებების წევრების მიერ გაუპატიურებული ქალების მკურნალობასა და დახმარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.