loader

მძიმე და ემოციური კადრები - რა ხდებოდა სტრასბურგში, როცა თავდამსხმელმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე და ემოციური კადრები - რა ხდებოდა სტრასბურგში, როცა თავდამსხმელმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ხოლო 6 კი დაჭრილია. სტრასბურგის მერის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ჯერ დაკავებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეის მამიკინსი. "სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე სროლა მოხდა. ცოცხალი და უსაფრთხოდ ვარ. უკვე სასტუმროში ვარ. რა მოხდა, არ ვიცი. არიან დაშავებულები", - დაწერა ევროპარლამენტის დეპუტატმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ ქალაქის ცენტრი.