loader

გვირაბი, სადაც გადაადგილების დასაშვები სიჩქარე საათში 250 კილომეტრი იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გვირაბი, სადაც გადაადგილების დასაშვები სიჩქარე საათში 250 კილომეტრი იქნება

"ტესლას" და Space X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ლოს-ანჯელესში დაპირებული გვირაბი გახსნა და საზოგადოებას უჩვენა. 3.2 კილომეტრიანი გვირაბი ქალაქ ჰოტორნის მთავარი ქუჩების ქვეშ გადის და მისი მშენებლობა დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დაჯდა.

გვირაბში გადაადგილების დასაშვები სიჩქარე დაახლოებით საათში 250 კილომეტრი იქნება, თუმცა, ცნობილი არ არის რამდენად სწრაფად ივლიან შემადგენლობები ამ გვირაბში და ზუსტად რამდენი ხანი დასჭირდება მგზავრების A პუნქტიდან B პუნქტში ჩაყვანას. გვირაბის მშენებლობის მიზანს ლოს-ანჯელესში საცობების განტვირთვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მასკის კომპანია Boring-მა მიწისქვეშა ჩქაროსნული გვირაბის ჩიკაგოს ქვეშ აშენების ნებართვაც მიიღო, თუმცა, მშენებლობა ჯერ არ დაუწყია.