loader

ირანმა ნავთობისა და გაზის 40 ახალი საბადო აღმოაჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანმა ნავთობისა და გაზის 40 ახალი საბადო აღმოაჩინა

ირანმა გამოაცხადა, რომ ნავთობისა და გაზის 40 ახალი საბადო აღმოაჩინა და უახლოეს მომავალში მათ ათვისებას აპირებს.

ამ დროისთვის ირანი სასარგებლო წიაღისეულის დაზვერვით სამუშაოებს მისი ეროვნული ტერიტორიის დაახლოებით 60%-ზე აწარმოებს, მათ შორის ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ამ დრომდე მიჩნეული იყო, რომ ასეთი საძიებო საქმიანობა შედეგს ვერ გამოიღებდა.

სასარგებლო წიაღისეული დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ირანი ნავთობისა და გაზის მარაგებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.