loader

ანგელა მერკელმა საახალწლო მიმართვა გაავრცელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანგელა მერკელმა საახალწლო მიმართვა გაავრცელა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა წინასაახალწლო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, 2018 წელი განსაკუთრებული რთული პოლიტიკური წელი იყო. თუმცა, როგორც მერკელი აცხადებს, თუ ყველა გაერთიანდება და ითანამშრომლებს, უფრო მეტი გამოწვევის დაძლევა შეუძლია ქვეყანას. გერმანიის კანცლერმა საახალწლო მიმართვაში ასევე განაცხადა, რომ გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი იქნება ორი წლის განმავლობაში, რა დროსაც ქვეყანა მსოფლიო პრობლემების მოგვარებაზეც იზრუნებს.