loader

"გარდაცვლილებს შორისაა გოგონა, რომელიც მხოლოდ 6 თვისაა" - თვითმხილველები ტირიან, როცა რუსეთში სახლის აფეთქებისას დაღუპულებს იხსენებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გარდაცვლილებს შორისაა გოგონა, რომელიც მხოლოდ 6 თვისაა" - თვითმხილველები ტირიან, როცა რუსეთში სახლის აფეთქებისას დაღუპულებს იხსენებენ

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 4 ადამიანი. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხე ისევ არსებობს.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ქალაქ მაგნიტოგორკის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. წინასწარი ვერსიით, აფეთქება 10- სართულიან შენობაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც შენობის ერთ ნაწილი ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის ადგილას სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ - რუსეთში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა: "ნანგრევებიდან ამოყვანილებს შორის ერთი ბავშვია"