loader

მრავალრიცხოვანი კორტეჟი, რომელიც კიმ ჩენ ინს ჩინეთში დაჰყვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მრავალრიცხოვანი კორტეჟი, რომელიც კიმ ჩენ ინს ჩინეთში დაჰყვება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მოულოდნელად ჩინეთს ეწვია. იგი პეკინში მეუღლესთან ერთად ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით ჩავიდა.

კიმ ჩენ ინი ჩინეთის დედაქალაქში 10 იანვრამდე დარჩება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებიც ახლავს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს კიმ ჩენ ინის მეოთხე ვიზიტია ჩინეთში. ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მნიშვნელოვანი მოკავშირეა. იგი ასევე ფხენიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.