loader

ასტრონომებმა შორეული კოსმოსიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები მიიღეს, რომლებიც 1,5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან წამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასტრონომებმა შორეული კოსმოსიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები მიიღეს, რომლებიც 1,5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან წამოვიდა

ასტრონომებმა შორეული კოსმოსიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები მიიღეს. სიგნალები, "ბი-ბი-სის" ცნობით, კანადაში ტელესკოპმა დააფიქსირა. რადიოტალღების წარმომავლობა უცნობია. როგორც ასტრონომები ამბობენ, სიგნალები 1,5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან წამოვიდა. მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ მომხდარა ისტორიაში. მაშინ უცნობი რადიოსიგნალები სხვა ტელესკოპმა დააფიქსირა.

"ამ დრომდე ცნობილი იყო მხოლოდ ერთი სახის სწრაფი რადიოიმპულსები, რომელიც არაერთხელ გამეორებულა. უფრო მეტი გამეორებით და მეტი წყაროს შედეგად ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ამოვხსნათ ეს კოსმოსური თავსატეხი - კონკრეტულად საიდან მოდის და რა იწვევს მათ" - აღნიშნა ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ინგრიდ სტეირსმა.