loader

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სტუმრებს ბურგერებით გაუმასპინძლდა - "საკ­ვე­ბი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში შე­ვუკ­ვე­თეთ და ხარ­ჯი თა­ვად დავ­ფა­რე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სტუმრებს ბურგერებით გაუმასპინძლდა - "საკ­ვე­ბი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში შე­ვუკ­ვე­თეთ და ხარ­ჯი თა­ვად დავ­ფა­რე"

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი თეთრ სახ­ლში გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე სტუმ­რებს ბურ­გე­რე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდა. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს. მი­ზე­ზი და­ფი­ნან­სე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო აშშ-ის მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის ნა­წი­ლობ­რივი შე­წყვე­ტა გახ­და. ამა­ვე მი­ზე­ზის გამო თეთრ სახ­ლში სამ­ზა­რე­უ­ლოს პერ­სო­ნა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბაა და ვახ­შა­მი ვერ მო­ამ­ზა­დეს.

ტრამპმა წვე­უ­ლე­ბა კო­ლე­ჯის ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­მარ­თა, სუფ­რა­ზე კი, ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის ნაც­ვლად, ბურ­გე­რე­ბი, პიცა და ფრი იყო.

"მუ­შა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბის გამო საკ­ვე­ბი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში შე­ვუკ­ვე­თეთ და ხარ­ჯი თა­ვად დავ­ფა­რე. გვაქვს პი­ცე­ბი, 300 ჰამ­ბურ­გე­რი, უამ­რა­ვი კარ­ტო­ფი­ლი ფრი, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას მუ­შა­ო­ბა ნა­წი­ლობ­რივ უკვე 24-ე დღეა შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო და­ახ­ლო­ე­ბით 800 000 სა­ჯა­რო მო­ხე­ლე და­ზა­რალ­და, მათ შო­რის, თეთ­რი სახ­ლის პერ­სო­ნა­ლიც, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვეს. ტრამ­პი აცხა­დებს, რომ იგი არ და­ამ­ტკი­ცებს ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს, ვიდ­რე კონ­გრეს­ში მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე მიგ­რან­ტე­ბის­გან დამ­ცა­ვი კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას არ და­თან­ხმდე­ბი­ან.