loader

პირველი შემთხვევა, როდესაც მთვარეზე მცენარე გაიზრდება: დედამიწის თანამგზავრზე ბამბის თესლები გაღვივდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი შემთხვევა, როდესაც მთვარეზე მცენარე გაიზრდება: დედამიწის თანამგზავრზე ბამბის თესლები გაღვივდა

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბამბის თესლები, რომლებიც მთვარეზე გაგზავნეს, გაღვივდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მცენარე მთვარეზე გაიზრდება. ბამბის თესლი იანვრის დასაწყისში ჩინეთიდან "ჩენე 4-ის" მისიის ფარგლებში გაგზავნეს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. იგი სამომავლოდ ასტრონავტებს საშუალებას მისცემს, კოსმოსში ბოსტნეული მოიყვანონ, რაც დედამიწიდან გასაგზავნი საკვები პროდუქტების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მცენარეების გაზრდა მხოლოდ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უცდიათ, თუმცა, არასოდეს მთვარეზე.