loader

"შემოვარდნენ ნიღბიანები პოსტოლეტებით" - როგორ დააკავეს სურგუტი-მოსკოვის ავიარეისის მგზავრი, რომელმაც თვითმფრინავის გატაცება სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემოვარდნენ ნიღბიანები პოსტოლეტებით" - როგორ დააკავეს სურგუტი-მოსკოვის ავიარეისის მგზავრი, რომელმაც თვითმფრინავის გატაცება სცადა

სურგუტი-მოსკოვის ავიარეისის მგზავრი, რომლის გამო თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ხანტი-მანსიისკის აეროპორტში, დაკავებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო ავრცელებს.

მისივე თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საჰაერო ხომალდის გატაცების მუხლით.

არსებული ინფორმაციით, მგზავრი ნასვამ მდგომარეობაში იყო და იმუქრებოდა, რომ მას იარაღი აქვს.

"ფრენისას ის შეეცადა პილოტების კაბინაში შეჭრილიყო და რეისის მარშრუტის შეცვლა მოითხოვა", - აღნიშნა პეტრენკომ.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია.