X
როგორ სცემს ქსენია სობჩაკის ქმარი ცოლის საყვარელს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ გაუტეხა ცხვირი ძლიერი დარტყმით
11:08 / 23-01-2019
ქსენია სობჩაკის ქმარმა მაქსიმ ვიტოგანმა ცოლის საყვარელს, რეჟისორ კონსტანტინე ბოგომოლოვს ცხვირი გაუტეხა. „კომსომოლსკაია პრავდა“ წერს, რომ დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები რუსულ ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება.

ბოგომოლოვს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ვიტოგანმა კი ჩხუბიდან სულ ცოტა ხანში „ინსტაგრამზე“ ვახშმის ფოტო გააზიარა.
ქმრისა და საყვარლის ფიზიკურ დაპირისპირებას სობჩაკი ორიგინალურად გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში გააზიარა სურათი ძველი ფოტოსესიიდან, სადაც ანა კარენინას იმიჯი აქვს მორგებული. ფოტოსესია რუსულ ჟურნალში Elle გამოქვეყნდა.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ფოტოს კომენტარებში წერენ, რომ სობჩაკის ქმარი „ნამდვილი ტაისონია“.

სასიყვარულო სამკუთხედი, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, გასული წლის ზაფხულში გაჩნდა. ქსენიასა და მაქსიმის ქორწინება, ერთი შეხედვით, ბედნიერი ჩანდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ რუსი ტელევარსკვლავის რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

სობჩაკისა და ბოგომოლოვის რომანტიკულ შეხვედრებზე წერდნენ სოციალურ ქსელებში. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქსენია ქმართან ერთად აღარ ცხოვრობს.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
პატარძლის ემოცია, როდესაც მეუღლემ საყვარელი მომღერალი ქორწილში მიუყვანა
მომენტი, როცა ლადო ბედუკაძეს ინტერვიუს დროს სანთებელა ესროლეს
როგორ გამოიყურება აზერბაიჯანში წარმოებული GAZ-ის ავტომობილები
რა დაგვიჯდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ზურაბიშვილის არჩევიდან დღემდე - "უპატრონო სასახლის" კოლოსალური ხარჯები