loader

მოსკოვში, კორპუსში გაზის აფეთქებით გაჩენილ ხანძარში 2 ადამიანი ცოცხლად დაიწვა - ვრცელდება კადრები ტრაგედიის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში, კორპუსში გაზის აფეთქებით გაჩენილ ხანძარში 2 ადამიანი ცოცხლად დაიწვა - ვრცელდება კადრები ტრაგედიის ადგილიდან

მოსკოვთან ახლოს მდებარე დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა. ხანძარი ბინის მე-15 სართულზე, აფეთქების შედეგად, მოსკოვის დროით, 22:19 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2 წლის წინ დასრულდა და როგორც ამბობენ, სახლი გაზიფიცირებული არ იყო. გავრცელებულ კადრებში, რომელიც აფეთქებულ ბინაშია გადაღებული, გაზის ბალონი ჩანს, რომელიც სარემონტო სამუშაოების დროს გამოიყენება. დაზიანებულია ბინის კედელი, ლიფტის შახტა და ავეჯი. შემთხვევის გამო კორპუსიდან 39 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზი გაზის ბალონი გახდა.