loader

ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების გამო, ვენესუელას ათასობით ადამიანი ტოვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების გამო, ვენესუელას ათასობით ადამიანი ტოვებს

პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე ვენესუელას ათასობით ადამიანი ტოვებს. ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მიერ საკუთარი თავის პრეზიდენტად გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისიც გამწვავდა. მოსახლეობის ნაწილმა მეზობელ კოლუმბიაში გადაწყვიტა გადასვლა.

პარალელურად, გუაიდო ხალხს მოუწოდებს მორიგი ანტისამთავრობო აქციების გამართვისკენ, ვინაიდან ნიკოლას მადურო პრეზიდენტის პოსტს არ თმობს.

შეგახსენებთ, გუაიდო პრეზიდენტად უკვე ათამდე ქვეყანამ აღიარა. მათ შორის პირველი იყო აშშ. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ გუაიდოს იმ შემთხვევაში აღიარებენ პრეზიდენტად, თუ უახლოეს დღეებში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. თუმცა, ნიკოლას მადურო არ აპირებს არჩევნების ჩატარებას და აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზად არის.