loader

ტალახის ქვეშ ჩარჩენილი 305 ადამიანი - რა ვითარებაა ბრაზილიაში, სადაც რკინის მადნის მაღაროში რეზერვუარის ჩანგრევამ წარმოუდგენელი ტრაგედია გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტალახის ქვეშ ჩარჩენილი 305 ადამიანი - რა ვითარებაა ბრაზილიაში, სადაც რკინის მადნის მაღაროში რეზერვუარის ჩანგრევამ წარმოუდგენელი ტრაგედია გამოიწვია

ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 305 ადამიანი.

ამის შესახებ მინას-ჟერაის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საუბარი იყო 37 დაღუპულსა და 280 უგზო-უკვლოდ დაკარგულზე.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მაშველებმა ავტობუსი აღმოაჩინეს.

მინას-ჟერაის შტატში კაშხლის გარღვევა გასულ პარასკევს მოხდა.


ასევე დაგაინტერესებთ: ტალახის საფარის ქვეშ აღმოჩენილი 400-მდე ადამიანი - ვიდეოში ნახავთ, რამდენად მასშტაბურია ბრაზილიაში დატრიალებული ტრაგედია

ტრაგედია ბრაზილიაში: რკინის მადნის მაღაროში რეზერვუარის ჩანგრევის შედეგად 300-მდე ადამიანი ტალახის მასის ქვეშ აღმოჩნდა