loader

ირანის დედაქალაქის ქუჩებში ძაღლების გასეირნება აკრძალეს: ადამიანები, რომლებიც ძაღლებთან ერთად გამოჩნდებიან, მკაცრად დაისჯებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანის დედაქალაქის ქუჩებში ძაღლების გასეირნება აკრძალეს: ადამიანები, რომლებიც ძაღლებთან ერთად გამოჩნდებიან, მკაცრად დაისჯებიან

ირანის დედაქალაქის ქუჩებში ძაღლების გასეირნება აკრძალეს. "სი-ენ-ენის" ცნობით, როგორც თეირანის პოლიციის უფროსმა ჰოსეინ რაჰიმიმ განაცხადა, ზოგიერთი ადამიანი ძაღლების საჯარო სივრცეში გაყვანის შედეგად იწვევს პანიკას და სხვა მოქალაქეების გაღიზიანებას.

სწორედ ეს გახდა აკრძალვის მიზეზიც. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძაღლებთან ერთად გამოჩნდებიან, დაისჯებიან მკაცრად. ამას გარდა, ძაღლების ავტომობილებით გადაყვანაც აიკრძალება. აღნიშნული რეგულაციები მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ირანში არაერთმა სასულიერო პირმა ძაღლების ყოლა ისლამურ ქვეყანაში დაუშვებლად გამოაცხადა.