loader

იშვიათი სანახაობა კონგრესში: როგორ შეხვდნენ ტრამპის განცხადებას მისი "მოსისხლე მტრები" დემოკრატები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იშვიათი სანახაობა კონგრესში: როგორ შეხვდნენ ტრამპის განცხადებას მისი "მოსისხლე მტრები" დემოკრატები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე "ქვეყანაში არსებული მდგომარეობის" შესახებ ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ახლად შექმნილი სამუშაო ადგილების 50%-ს ქალები იკავებენ, რასაც დემოკრატების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად დონალდ ტრამპის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა 29 იანვრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოზიმ ე.წ. შათდაუნის გამო პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლაზე უარი განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი "ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ" ყოველწლიურ მიმართვაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარ ხედვას წარადგენს. ასევე, საუბრობს შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.